მნიშვნელოვანი სიახლეები
ბაქოში გეების გამოსავლენად მასობრივი საპოლიციო რეიდები ჩატარდა

ბაქოში გეების გამოსავლენად მასობრივი საპოლიციო რეიდები ჩატარდა

22 სექტემბერს ბაქოში გეების გამოსავლენად საპოლიციო სპეცოპერაცია განახორციელეს. როგორც იძახიან ყველაფერი 10 დღის წინათ დაიწყო, როცა 2-3 საათის განმავლობაში რამდენიმე ათეული ჰომოსექსუალი და ტრანსსექსუალი დააკავეს. ზოგი მაშინვე გაანთავისუფლეს, ზოგი პოლიციას ოთხი დღე ჰყავდა დაკავებული, ზოგიც დღემდე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები დაჰკითხეს და ჯარიმები გამოუწერეს. მათი განცხადებით პოლიციაში მათ სცემდნენ, აწამებდნენ. ითხოვდნენ ინფორმაციას და ქრთამს.

 პოლიცია ასევე ესტუმრა იმ ღამის კლუბებს, სადაც გეები პროსტიტუციას ეწეოდნენ. აზერბაიჯანის  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის პოლკოვნიკ ეხსან ზახიდოვის განცხადებით, რეიდის მიზეზი ქალაქის მოსახლეობის ჩივილი გახდა.

 მისი სიტყვებით ლგბტ თემის ზოგი წარმომადგენელი შიდსთან ბრძოლის რესპუბლიკურ ცენტრში გადააგზავნეს, სადაც ხუთ მათგანს შიდსი და სიფილისი დაუდგინდა, ხოლო ერთს მხოლოდ შიდსი.

„ვინც ამას ჩუმად და ფარულად აკეთებს, ვისი პირადი ცხოვრებაც არავის პროტესტს არ იწვევს - მათ პოლიცია არ ეხება, ამბობს ზახიდოვი. ხოლო ვინც გამომწვევად იქცევა და გარშემომყოფთა გაღიზიანების და ჩივილის  მიზეზი ხდება, მათ პოლიცია ებრძვის“. მან ასევე უარჰყო წამების და ფულის გამოძალვის ბრალდებები და განაცხადა, რომ „დაკავებულები საზოგადოების ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგენდნენ“.

 საერთაშორისო ორგანიზაციაILGA-Europe-ს (ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსსექსუალების და ინტერსექსუალების საერთაშორისო ასოციაცია) განცხადებით აზერბაიჯანს ევროპაში ბოლო 49-ე ადგილი უკავია სექსუაკური უმცირესობების დაცვის რეიტინგში.