მნიშვნელოვანი სიახლეები
ბელგიის სასამართლომ არაბთა გაერთიანებული ემირატების რვა პრინცესას დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანა

ბელგიის სასამართლომ არაბთა გაერთიანებული ემირატების რვა პრინცესას დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანა

ადამიანთა უკანონო გადაყვანისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო, არაბთა გაერთიანებული ემირატების რვა პრინცესა დამნაშავედ ცნეს. ბრიუსელის სასამართლომ მათ დაუსწრებლად 15 თვიანი პირობითი პატიმრობა და თვითოეულს 165 ათასი ევროს ჯარიმა მიუსაჯა.

საქმე ეხებათ პრინცესა შეკჰა ალ-ნახაიანსა და მის შვიდ ქალიშვილს. სასამართლომ დაადგინა, რომ 2007-2008 წლებში  ბელგიის დედაქალაქში სტუმრობისას მათ 20-მდე თან ჩამოყვანილი მოსამსახურე ქალი პრაქტიკულად მონურ პირობებში ჰყავდათ. სამეფო ოჯახის წევრებისათვის მდიდრულ სასტუმროში მთელი სართული იყო დაქირავებული.

მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთმა მსახურმა ქალმა გაქცევა მოახერხა და პოლიციაში განცხადება შეიტანა. იგი ამტკიცებდა, რომ მსახურებს 24 საათი მზადყოფნას სთხოვდნენ, დასვენების დღეების გარეშე. მათ იატაკზე ეძინათ და პრინცესების ნასუფრალით იკვებებოდნენ.

სასამართლო პროცესის დროს პრინცესების ადვოკატი ბრალდებას უარჰყოფდა.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში მონობა კიდევ არის გავრცელებული, თუმცა კი იგი უკანონოდ ითვლება.