მნიშვნელოვანი სიახლეები
ბელგიის ზოოპარკში მარტორქებს რქებს დაახერხავენ

ბელგიის ზოოპარკში მარტორქებს რქებს დაახერხავენ

ბელგიის კერძო ზოოპარკ „პაირი დაიზას“ მფლობელთა გადაწყვეტილებით მარტორქებს რქებს დაახერხავენ, რათა ცხოველები ბრაკონიერებისგან დაიცვან.

ამ უპრეცენდენტო ნაბიჯზე მას შემდეგ გადაწყვიტეს წასვლა, რაც პარიზის ახლოს ზოოპარკში ბრაკონიერებმა რქის გულისათვის მარტორქები დახოცეს.

გავრცელებული ინფორმაციით აქამდე ევროპაში მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

ზოგი ქვეყნის ხალხურ  მედიცინაში მარტორქის რქა  სამკურნალოდ ითვლება, ხოლო აღმოსავლეთ აზიაში მას აფროდიზიაკებს აკუთვნებენ. ერთი კილოგრამი რქა შავ ბაზარზე ათობით ათასი დოლარი ღირს.

მარტორქებისათვის რქის მოხერხვა აფრიკაში მათი გადარჩენის აპრობირებული მეთოდია. ვეტერინართა განცხადებით ეს პროცედურა უმტკივნეულოა და დროთა განმავლობაში რქა ისევ იზრდება.