მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთის ბანკები არალეგალი მიგრანტების  ანგარიშებს გაყინავენ

ბრიტანეთის ბანკები არალეგალი მიგრანტების ანგარიშებს გაყინავენ

ახალი წლიდან ბრიტანეთის ბანკები ანგარიშის მქონეთა ნუსხას  იმათ სიას შეუდარებს, ვინც საიმიგრაციო სამსახურს ემალება, ანდა ვისაც დიდი ბრიტანეთიდან დეპორტაცია ემუქრება.

საფინანსო დაწესებულებები ვალდებულები იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ კლიენტის შესახებ შეატყობინონ, ვის სახელსაც არალეგალების სიაში აღმოაჩენენ და მათი ანგარიში გაყინონ ანდა დახურონ.

 ეს ღონისძიებები ჩაწერილია 2016 წლის კანონში იმიგრაციის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო. არალეგალი მიგრანტების აღმოჩენის მიზნით ბანკები 70 მილიონამდე მიმდინარე ანგარიშს ყოველ სამ თვეში გადაამოწმებენ.

 ამას გარდა 2016 წლის მიგრაციის შესახებ კანონი კიდევ მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებიც იმისკენ არის მიმართული, რომ მიგრანტებმა ბრიტანეთი ნებაყოფლობით დატოვონ.

 2014 წელს ანგარიშების გახსნის წესები გაამკაცრეს. მას შემდეგ ბანკები მომავალი კლიენტების საიმიგრაციო სტატუსს ამოწმებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ბანკები მხოლოდ იმათ სიას მიიღებენ, რომლებიც დიდი ბრიტანეთში უკანონოდ იმყოფებიან.