მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩადში ვანდალებმა კლდის ნახატებზე თავიანთი სახელები გადააწერეს

ჩადში ვანდალებმა კლდის ნახატებზე თავიანთი სახელები გადააწერეს

უცნობმა ვანდალებმა საჰარას უდაბნოში კლდეზე ნახატები დააზიანეს. ამის შესახებ ჩადის კულტურის სამინისტრო იუწყება.

მაჰამატ სალეჰ ხარუნმა 8 ათასი წლის პეტროგლიფებზე გაკეთებულ თანამედროვე ვანდალების „მხატვრობებს“ „ჩადის მცხოვრებთა ისტორიის და მეხსიერების შეურაცხყოფა უწოდა“.

 უძველესი ადამიანების მიერ შესრულებულ ნახატებზე ვანდალებმა ფრანგულად და არაბულად თავიანთი სახელები წააწერეს. სავარაუდოთ ეს ვანდალური აქტი ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს.

ენდელის პლატო 2016 წელს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად მიიჩნია. გამოქვაბულებში, კანიონებსა და მთის მასივების ხეობებში ცხოველთა და ადამიანების ათასობით ნახატია შემორჩენილი. მათი ნაწილი ქვაშია ამოჭრილი, ნაწილიც დახატულია. პირველყოფილმა მხატვრებმა ისინი ნეოლითის ხანაში შეასრულეს. მაშინ საჰარა ჯერ კიდევ უდაბნო არ იყო.

 ენდელის პლატოზე სპეციალისტთა გუნდი გაიგზავნა, რათა მიყენებული ზარალი შეფასდეს. გაეროს წარმომადგენლის კულტურის დარგში, აბდელქერიმ ადუმ ბაჰარის განცხადებით კლდის მხატვრობის აღდგენა შესაძლებელია.