მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში ახალი საშიში მოდა ვრცელდება

ჩინეთში ახალი საშიში მოდა ვრცელდება

ჩინური პრესა მოუწოდებს მშობლებს თავიანთი ბავშვების ახალ მოდას მიაქციონ ყურადღება - საკუთარ „სხეულზე ამოქარგვას“. ბავშვები „ნაქარგებს“ ერთმანეთს სოციალური ქსელით უზიარებენ.

როგორც ჩანს ჩინეთში ამ მოდის გავრცელებას აკრძალულმა იაპონურმა კომიქსმა შეუწყო ხელი. ეს კომიქსი შინაარსით ძალიან ჰგავს სუიციდური ელემენტების შემცველ მაზოხისტურ თამაშ „ცისფერ ვეშაპს“.

ექიმების განმარტებით  ისეთმა სხეულის დაზიანებამ, როგორიცაა „მუცელზე ამოქარგვა“, შესაძლოა ბაქტერიული ანდა ვირუსული ინფექცია გამოიწვიოს და სისხლის მოწამვლამდე მიგვიყვანოს.

 როგორც იუწყებიან ახალი მოდა „ახალგაზრდებს შორის ფარულად ვრცელდება“. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე თამაშის მონაწილეები ფერად ძაფების დემონსტრაციას ახდენენ, რომლებიც გაყრილი აქვთ ხელის, ფეხის კანში და ტუჩებშიც კი. ზოგი მათგანი დამატებით სამშვენისად მძივებს და ლენტებსაც იყენებს.

 „როგორც შეიძლება მსგავსი რამ მოდური იყოს?“ - ისმება სავსებით კანონზომიერი კითხვა.