მნიშვნელოვანი სიახლეები
დიდ ბრიტანეთში ურწმუნოთა რიცხვმა პირველად გადააჭარბა 50%-ს

დიდ ბრიტანეთში ურწმუნოთა რიცხვმა პირველად გადააჭარბა 50%-ს

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს რაიმე რელიგიას არ მიაკუთვნებს.  ეს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველად მოხდა.

გამოკითხვაში, რომელიც  სოციალური კვლევების ეროვნულმა ცენტრმა გასულ წელს ჩაატარა, 2942-მა მოზრდილმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 53%-მა კითხვაზე „რელიგიური კუთვნილება“ აარჩია ვარიანტი, „არავითარი რელიგია“.

 18-25 წლის ასაკის ადამიანებში არარელიგიურთა პროცენტი კიდევ უფრო მაღალია - 71%.

შედეგების კომენტირებისას ლივერპულის ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ „არავითარი რელიგია - არ  ნიშნავს ათეიზმს“, ღმერთი და ეკლესია მისი სიტყვებით „კვლავ აქტუალური რჩება“.

 2016 წელს ბრიტანელთა მხოლოდ 15% აკუთვნებდა საკუთარ თავს ანგლიკანებს - ეს ორჯერ ნაკლებია ვიდრე 2000 წელს.

კათოლიკების რიცხვი ბოლო 30 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ამ კონფესიას ქვეყნის მოსახლეობიდან ყოველი მეათე ეკუთვნის. ყოველი მეოცე ბრიტანელი კი აცხადებს, რომ არაქრისტიანულ რელიგიას აღიარებს.