მნიშვნელოვანი სიახლეები
„დისნეი“ „ნეტფლიქსის“ მომსახურეობაზე უარს ამბობს (+ვიდეო)

„დისნეი“ „ნეტფლიქსის“ მომსახურეობაზე უარს ამბობს (+ვიდეო)

ამერიკული კომპანია „დისნეის“ გადაწყვეტილი აქვს თავისი ფილმები სტრიმინგული პლატფორმა „ნეტფლიკსიდან“ ამოიღოს და საკუთარი ვიდეო-სერვისი შექმნას.

 ამის წინ „დისნეიმ“ სტრიმინგული ტექნოლოგიების შემქმნელი BAMTech-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. მომავალი წლის დასაწყისიდან მედიაგიგანტი თავისი ქვედანაყოფის ონლაინ-მაუწყებლობას დაიწყებს. თავიდან ეს მხოლოდ სპორტულ გადაცემებს შეეხება, ვინაიდან ამ სფეროში კრიზისი უკვე შეინიშნება. ეს კრიზისი მხოლოდ „დისნეის“ არ შეეხებია: მაყურებელი ფასიან ტელეტრანსლაციას უკვე ონლაინ-ტრანსლაციებს ამჯობინებს, მათ შორის არალეგალურსაც.

2019 წლიდან უკვე გასართობი ონლაინ-პლატფორმაც ამუშავდება, სადაც „ნეტფლიკსიდან“ „დისნეისა“ და „პიქსარის“ პროდუქცია გადაინაცვლებს. „ნეტფლიკსის“ მიერ შეკვეთილი „მარველის“ სერიალების ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია.