მნიშვნელოვანი სიახლეები
ეკოლოგთა მტკიცებით ცოცხალი ღობე ჰაერს ხეებზე უფრო კარგად ასუთავებს

ეკოლოგთა მტკიცებით ცოცხალი ღობე ჰაერს ხეებზე უფრო კარგად ასუთავებს

ბუჩქებს და ცოცხალ ღობეებს  ქალაქებში ჰაერის ხეებზე უფრო კარგად გასუფთავება შეუძლიათ. ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები თავიანთი კვლევისას.

ნაშრომში აღნიშნულია, რომ მაღალი ხეები უკეთესად ასუფთავებენ ჰაერს ღია სივრცეში, მაშინ როდესაც ქალაქებში მჭიდრო განაშენიანების გამო ამ ამოცანას დაბალი მჭიდრო ბუჩქები უფრო კარგად ასრულებენ.

ნაშორმის ერთ-ერთი ავტორი, სურეის უნივერსიტეტის პროფესორი პრაშანტ კუმარი ამბობს, რომ ქალაქის ხელისუფალთ მეტი ცოცხალი ღობის გაშენება მართებთ ისეთ ადგილებში, სადაც ტროტუარი ამის შესაძლებლობას იძლევა.

ახლა კუმარი და მისი კოლეგები იკვლევენ თუ რომელი მცენარე უფრო  უკეთესად გაწმინდავს ჰაერს ქალაქში და რა სიმაღლის უნდა იყოს ცოცხალი ღობე.

გამოკვლევის ავტორები სულაც არ არიან ხეების წინააღმდეგნი, პირიქით ისინი ქალაქებში  უფრო მეტი ხის დარგვის მომხრეები არიან. უბრალოდ ისინი იმ ფაქტს აღნიშნავენ, რომ ქალაქებში ცოცხალი ღობეების როლი ნაკლებად დაფასებული აღმოჩნდა. პროფესორის თქმით ცოცხალი ღობეების დამსახურება იმაშია, რომ ისინი ჰაერს „ავტომობილის მაყუჩის დონეზე“ ასუფთავებენ.