მნიშვნელოვანი სიახლეები
Facebook-ი  ვიდეოშემადგენელს  ზრდის  და  YouTube-ს და ტელევიზიებს გამოწვევას უგზავნის

Facebook-ი ვიდეოშემადგენელს ზრდის და YouTube-ს და ტელევიზიებს გამოწვევას უგზავნის

მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელი Facebook ვიდეოპროდუქციით სერიოზულად  დაინტერესდა და მომავალში ტრადიციულ  ტელევიზიებსა და ბაზრის გაიგანტს YouTube-ს კონკურენციას გაუწევს.

„ფეისბუქში“ ვიდეოსათვის ცალკე ლენტი ამერიკაში გასულ წელს გაუშვეს, მაგრამ მასში აქამდე მხოლოდ მცირე ზომის სამოყვარულო რგოლები და სიახლეთა  მოკლე კლიპები ხვდებოდა.

კომპანიის ჩანაფიქრით ვიდეოლენტას ჩანართი Watch შეცვლის, სადაც Facebook -ის სახსრებით დამზადებული ვიდეოპროგრამები დაიდება.

ახალი ფუნქცია თავიდან აშშ-ს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

ზოგი ვიდეოპროგრამა 10 წუთიანი იქნება - უფრო მეტი, ვიდრე აქამდე სოციალურ ქსელში დადებული ვიდეორგოლები.

 Facebook-ის მენეჯერის დენიელ დენკერის თქმით, მომხმარებელს ლენტაში ვიდეორგოლის შემთხვევითი ნახვაც მოსწონს და  ვიდეოსთვის ცალკე  ლენტის არსებობაც.

ჩანართი Watch პერსონალიზებული იქნება: პირველ რიგში  მასში ის პროგრამები მოხვდებიან, რომლებიც მეგობრებს მოსწონთ.

 მომხმარებლებს ნახვის პროცესში ანდა შემდეგ კომენტარების გაკეთება და მეგობრებთან ურთიერთობაც შეეძლებათ. „ვიდეოს ნახვა აუცილებელი არაა პასიური იყოს“, - დაწერა „ფეისბუქში“ ქსელის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა.