მნიშვნელოვანი სიახლეები
Facebook-მა სტიქიური უბედურებების დროს  ურთიერთდახმარების ფუნქცია დაიმატა

Facebook-მა სტიქიური უბედურებების დროს ურთიერთდახმარების ფუნქცია დაიმატა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა  თავის სერვისს  Safety Check-ს, რომელიც ავტომატურად აქტიურდება კრიზისული ვითარების დროს, ახალი ფუნქციები დაუმატა. ახლა მასში ხელმისაწვდომი იქნება Community Help (საზოგადოების დახმარება), რომელიც სტიქიური უბედურების დროს დახმარების ორგანიზებაში დაგეხმარებათ.

Facebook-ის ყოველი მომხმარებელი, რომელიც უბედურების ზონაში მოხვდება და რომელსაც ავტომატურად გაუაქტიურდებაSafety Check (იგი მაშინ ირთვება, როცა ერთი ადგილიდან რაიმე უბედურების შესახებ ბევრი ინფორმაცია შემოდის) შეეძლება შესთავაზოს, ანდა სთხოვოს გარშემომყოფებს საკვები, წყალი, თავშესაფარი ანდა ტრანსპორტის გამოყენების შესაძლებლობა.

მოხერხებულობისათვის Facebook-ის გვერდს  აქვს დახმარების კატეგორიები. იქვე არის განყოფილებები „საკვები ცხოველებისათვის“, „საბავშვო  ნივთები“, „ტანსაცმელი“.

 ამას გარდა Community Help დაეხმარება  უბედურების ზონაში ადამიანების მოძებნაში და მათთან კავშირის დამყარებაში.