მნიშვნელოვანი სიახლეები
გაერო მალავიში ვამპირებს გაურბის

გაერო მალავიში ვამპირებს გაურბის

გაეროში ვამპირების სერიოზულად ეშინიათ. უფრო სწორად არა ამ ფანტასტიკური სისხლისმწოველების, არამედ მათთან მებრძოლების, რომელთა მოქმედება აფრიკის აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფო მალავიში ამ ბოლო დროს გააქტიურდა.

მალავიში გაეროს კოორდინატორ-რეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ფლორეს როლის განცხადებით, „გაეროს ზოგიერთი თანამშრომელი უკვე გადავიდა და ზოგიც ჯერ კიდევ იმყოფება რაიონებში, სადაც ძალადობის ესკალაცია აღინიშნება - ფალომბესა და მულანიეში“.

ადგილობრივი თემის ვამპირებთან ბრძოლა მალავიში ჩვეულებრივი საქმეა. ამ შემოდგომით ეს ბრძოლა სახიფათო სტადიაში გადავიდა“,   მონადირეებმა ხუთი ადამიანი მოკლეს, რომლებშიც ვამპირები ამოიცნეს.

 მალავის მოსახლეობა მობილიზირებულია, ცალკეულ რაიონებში ბლოკპოსტებია შექმნილი, სადაც საბუთებს ამოწმებენ და ვამპირიზმისადმი მიდრეკილებს ეძებენ.

გაეროს თანამშრომლებს საკუთარი უსაფრთხოება აშფოთებთ: 2003 წელს მალავიში ვამპირებთან ბრძოლის ტალღაზე ერთ-ერთი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის საველე ბანაკი გაანადგურეს. იქ ადგილობრივების განცხადებით ვამპირების შტაბ-ბინა იყო მოწყობილი.