მნიშვნელოვანი სიახლეები
Google ყალბ ინფორმაციებთან საბრძოლველად ძებნის ალგორითმს ცვლის

Google ყალბ ინფორმაციებთან საბრძოლველად ძებნის ალგორითმს ცვლის

ინტერნეტ-საძიებო Google თავის ალგორითმს იმგვარად შეცვლის, რომ ძებნის შედეგად ყალბი და ექსტრემისტული ინფორმაცია გამოირიცხოს. ამის შესახებ კომპანია თავის ბლოგში იუწყება.

კომპანიის განცხადების მიხედვით ალგორითმი იმისათვის იცვლება, რათა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც არასწორი გზებით ცდილობენ ძებნის ოპტიმიზაციის გამოყენებას, წინააღმდეგობა გაუწიონ.

„ჩვენი ალგორითმები ყოველთვის ცდილობდნენ ადამიანების და სისტემების „მოტყუებას“, რომლებიც ცდილობდნენ რომ მათი საიტები ძებნის შედეგად უფრო მაღლა აღმოჩენილიყვნენ. ისინი იყენებდნენ დაბალხარისხიანი კონტენტის „ფერმებს“, ფარულ ტექსტებს და სხვა უპატიოსნო ხერხებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცვლილებების ნაწილი იმ ინსტრუქციას ეხება, რომლებიც ალგორითმის შემფასებლებისათვის არის განკუთვნილი. ეს ცოცხალი ადამიანებია, რომლებიც საძიებო  მუშაობას რეგულარულად აფასებენ. ახლა მათგან ძებნის შედეგში შეურაცხმყოფელი მასალების, უარყოფილი შეთქმულების თეორიების და უბრალოდ არასწორი ინფრომაციების მოძებნას მოითხოვენ.

ასევე შეიცვლება ფაქტორების რიცხვი, რომლებსაც ძებნის შედეგის გამოსატანად საძიებო  იყენებდა.  საძიებო 100 ასეთ ფაქტორს იყენებს. ახლა უფრო ავტორიტეტული წყაროები შედეგის სიის თავში იქნებიან, ხოლო არაავტორიტეტულები სიის ბოლოში აღმოჩნდებიან.

 უკვე წელს აღმოჩნდა, რომ საძიებო ძალიან უცნაურ პასუხებს იძლევა. მაგალითად საძიებოს მიხევით „აღმოჩნდა“, რომ ბარაქ ობამა აშშ-ში კომუნისტური გადატრიალების მოწყობას გეგმავს და კიბე თურმე 1948 წელს გამოუგონიათ.