მნიშვნელოვანი სიახლეები
ინგლისის სკოლაში ბიჭებს ქვედაბოლოს ჩაცმის უფლება მისცეს

ინგლისის სკოლაში ბიჭებს ქვედაბოლოს ჩაცმის უფლება მისცეს

ლონდონის ერთ-ერთ კერძო სკოლაში მამრობითი სქესის მოსწავლეებს ქვედაბოლოების ტარების უფლება მისცეს. ეს გენდერულად ნეიტრალური უნიფორმის პროგრამის ფარგლებში მოხდა. სკოლაში ეს ინიციატივა გოგონების და ბიჭების უფლებების თანასწორობით ახსნეს - გოგონებს შარვლის ჩაცმის უფლება დიდი ხანია აქვთ.

 Highgate-ის სკოლაში ახალი ფორმის შემოღებას გეგმავენ. ამასთან აცხადებენ, რომ მოსწავლეთა სულ უფრო მეტ ნაწილს ეჭვი ეპარება თავის გენდერულ იდენტობაში. ერთი სემესტრი სწავლა ამ სკოლაში 6790 გირვანქა (8,7 ათასი დოლარი) ღირს.

 ახლა სკოლის ფორმის გოგონათა კომლექტი ბლუზის, პიჯაკის, ჰალსტუხის (სურვილისამებრ) და ან უჯრულა ქვედაბოლოსგან ანდა შარვლისგან შედგება. ბიჭების ფორმაში მხოილოდ შარვალი იყო გათვალისწინებული და ამიტომ ეს ფაქტი უთანასწორობის გამოვლინებად მიიჩნიეს.

 ორივე სქესისათვის უნიფორმის გარდა სკოლაში საერთო ტუალეტების შექმნასაც გეგმავენ. ამას გარდა გოგონებს ბიჭების სპორტულ სექციებში ვარჯიშის უფლებას მისცემენ.

როგორც სკოლის დირექტორი ადამ პეტიტი აცხადებს, ახალი უნიფორმის შემოღება თავად მოსწავლეებმა მოითხოვეს. თანამედროვე ახალგაზრდებისათვის უფროსებისგან  განსხვავებით სამყაროს დუალისტური აღქმა უცხოა, აცხადებს დირექტორი.