მნიშვნელოვანი სიახლეები
ინგლისის ყველა სკოლაში სექსუალური აღზრდა სავალდებულო გახდა

ინგლისის ყველა სკოლაში სექსუალური აღზრდა სავალდებულო გახდა

მთავრობის გადაწყვეტილებით სქესობრივი აღზრდა ინგლისის ყველა სკოლაში სავალდებულო  საგანი გახდება.

განათლების მინისტრ ჯასტინ გრინინგის განმარტებით, ყველა ბავშვს ოთხი წლის ასაკიდან უსაფრთხო და ჯანმრთელი ურთიერთობის საფუძვლებს შეასწავლიან.

ხოლო უფროსი ასაკის მოსწავლეებს სექსუალური ცხოვრების საფუძვლებს შეასწავლიან, თუმცა მშობლებს ამგვარ სწავლებაზე უარის თქმის უფლება დაუტოვეს.

აქამდე სექსუალური აღზრდა მხოლოდ სახელმწიფო სკოლებში იყო სავალდებულო, რომლებიც ადგილობრივ საბჭოებს ექვემდებარებოდნენ.

ვინაიდან კერძო და ე.წ. თავისუფალი სკოლები ადგილობრივი საბჭოების კონტროლქვეშ არ იმყოფებოდნენ, ფორმალურად ისინი ვალდებულები არ იყვნენ სახელმწიფო სასწავლო პროგრამები შეესრულებინათ - შესაბამისად მათგან არ ითხოვდნენ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების ჩატარებას.

 პრაქტიკულად ინგლისის სკოლების უმრავლესობაში ეს საგანი მაინც ისწავლებოდა - მთავრობის განცხადება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს ახლა ყველა სკოლებისათვის სავალდებულო იქნება.

მოსწავლეებს არა მარტო ჯანსაღი ინტიმური ურთიერთობის შესახებ მოუყვებიან, არამედ სექსტინგის (სექსუალური შინაარსის შეტყობინებები), ინტერნეტ-პორნიოგრაფიის და სექსუალური მეძიებლობის  საფრთხეების შესახებაც უამბობენ.

 „2000 წელს მიღებული მოსწავლეთა სქესობრივი აღზრდის ნორმატივი მოძველდა, - ნათქვამია განათლების სამინისტროს წერილში. - იგი 17 წლის განმავლობაში გაჩენილი ახალი რისკებისაგან, ისეთების როგორიცაა კიბერბულინგი, სექსტინგი და სხვა, ბავშვების დაცვის პრობლემებს ვერ წყვეტს“.