მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელმა აშშ-ს აზრის მანიპულატორთა კლანის რუსი წევრი გადასცა

ისრაელმა აშშ-ს აზრის მანიპულატორთა კლანის რუსი წევრი გადასცა

ისრაელიდან აშშ-ში რუსი სტანისლავ ნაზაროვის ექსტრადიცია განხორციელდა. მას საერთაშორისო დანაშაულებრივი ორგანიზაციის შემადგენლობასთან ერთად ფულის გათეთრებაში ედება ბრალი. კონკრეტულად მას მსხვილი ინდური სადაზღვევო კომპანიისგან თაღლითური გზით ართმეული თანხის გათეთრება ედება ბრალად.

46 წლის ნაზროვი ქალაქ ორ-აკივაში ცხოვრობდა და მას როგორც რუსეთის, ისე ისრაელის მოქალაქეობა გააჩნია. იგი იმ 19 ადამიანს შორისაა, რომლებსაც გაზაფხულზე ვაშინგტონში თაღლითობის შესახებ ოთხ ფედერალურ საქმეზე და ფულის გათეთრებაზე ბრალი ედებათ. ამის შესახებ 1 მარტს გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ნიუ-იორკში, ვაშინგტონში,უნგრეთში, ბულგარეთში, გრმანიასა და ისრაელში 16 ადამიანის დაკავების შესახებ იტყობინებოდა.

იმავე დღეს ისრაელის პოლიციამ აშშ-ში გახსნილ საქმეზე კიდევ სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის ნაზაროვიც იყო. როგორც ამტკიცებენ იგი დანაშაულებრივ კლან ხარირისთან იყო დაკავშირებული. ეს კლანი არაბებისა და ებრაელებისგან შედგება.