მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა

ისრაელში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოახდინა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ წინადადებაში ადამიანი, რომელსაც მარიხუანის საზოგადოებრივ ადგილას მოხმარებაში წაასწრებენ 270 დოლარით დაჯარიმდება.

 გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორჯერ გაიზრდება.  მესამე შემთხვევაში დამრღვევი ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდება. მხოლოდ მეოთხე შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ჯარიმებიდან შემოსული თანხა ნარკომანიის საკითხებში განათლების პროგრამაში დაიხარჯება.

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს  ოფიციალური მონაცემებით 25 ათას ადამიანს ოფიციალურად აქვს უფლება მარიხუანა როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება გამოიყენოს. მათ შორის არიან ონკოლოგიური დაავადებების  და ფსიქოლოგიური აშლილობის მქონე პაციენტები.