მნიშვნელოვანი სიახლეები
იტალია წყალქვეშაა (+ვიდეო)

იტალია წყალქვეშაა (+ვიდეო)

იტალიის პროვინცია ლივორნოში ძლიერი წვიმების შედეგად სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაიღუპა. ერთ ღამეში 400 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლივორნოს სამი კვარტალის ევაკუაცია მოახდინა. ქალაქში სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებულია. დაკეტილია ავტოსტრადები ფლორენცია-პიზა-ლივორნო.   მთელს იტალიაში საშტორმო გაფრთხილება გამოცხადდა.

რომში რამდენიმე ქუჩა აღმოჩნდა დატბორილი. მიწისქვეშა გადასასვლელები დაიკეტა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. აპენინებზე ძლიერი წვიმები გვალვიანი და ცხელი ზაფხულის შემდეგ მოვიდა. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მაისის მერე არ უწვიმია.