მნიშვნელოვანი სიახლეები
Lidl: სკანდალური შეფუთვა (+ვიდეო)

Lidl: სკანდალური შეფუთვა (+ვიდეო)

გერმანული სუპერმარკეტების ქსელმა Lidl-მა ბოდიში მოიხადა შეფუთვაზე, რომელზეც ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიები რეტუშირებული და ჯვრების გარეშე იყო გამოსახული. ქსელმა პირობა დადო, რომ გადახედავს პროექტს.

სკანდალი სექტემბრის დასაწყისში აგორდა. „ბერძნული კვირეულის“ აქციის ფარგლებში სარეკლამო პროსპექტებსა და პროდუქტების შეფუთვაზე  კუნძულ სანტორინის ცისფერი ტაძრების ნახვა შეიძლებოდა, რომელებზედაც ჯვრები იყო „ჩამოხსნილი“.

 ამგვარმა მიდგომამ ბევრის აღშფოთება გამოიწვია. სოცოალურ ქსელებში გაჩნდა მოწოდება არ ეყიდათ  Lidl-ის პროდუქცია. Lidl-ის განცხადებით მათი შეფუთვის დიზაინი რაიმე იდეოლოგიურ პოზიციას არ გამოხატავს. ევროპაში Lidl-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელია - მას 27 ქვეყანაში 10 ათასამდე მაღაზია აქვს.