მნიშვნელოვანი სიახლეები
მალაიზიის ხელისუფლება ჰომოსექსუალიზმს ვიდეოს მეშვეობით ებრძვის

მალაიზიის ხელისუფლება ჰომოსექსუალიზმს ვიდეოს მეშვეობით ებრძვის

მალაიზიის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალგაზრდებს შორის ეროვნული კონკურსი გამოაცხადა. მისი მიზანია „გენდერული გაურკვევლობის“ საწინააღმდეგო საუკეთესო ვიდეორგოლის შერჩევა. ფაქტიურად საუბარი ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო პროპაგანდაზეა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 13-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. შედეგები აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება. რამდენიმე გამარჯვებული 1000 დოლარის ოდენობის პრიზებს მიიღებს.

ვიდეორგოლების თემები უნდა იყოს „აღკვეთა და კონტროლი“, „შედეგები“, „გენდერული გაურკვევლობის მსხვერპლთა დახმარება“, „სექსი და ინტერნეტი“.

 ტრანსგენდერთა წარმომადგენლის ნიშა აიუბის განცხადებით, ხელისუფლების წამოწყება დამატებითი ზიზღის წარმოშობას შეუწყობს ხელს და სექსუალური უმცირესობების მიმართ შესაძლოა ძალადობის აქტების პროვოცირებაც გამოიწვიოს.

 არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია მალაიზიის სამოქალაქო და რელიგიური კანონებით  აკრძალულია და პატიმრობითა და გაროზგვით ისჯება.

 ამა წლის მარტში ადგილობრივ ეკრანებზე დისნეის „მზეთუნახავის და ურჩხულის“ ახალი ვერსია, მასში არსებული ჰომოსექსუალური სცენის გამო არ გავიდა.