მნიშვნელოვანი სიახლეები
მოზამბიკში მელოტი მამაკაცების სამი რიტუალური მკვლელობა მოხდა

მოზამბიკში მელოტი მამაკაცების სამი რიტუალური მკვლელობა მოხდა

მოზამბიკის პოლიციამ გააფრთხილა მელოტი მამაკაცები იმის შესახებ, რომ ისინი შესაძლოა რიტუალური თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. მანამდე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სამი მელოტი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

 ორი ეჭვმიტანილი ზამბეზის პროვინციაში უკვე დააკავეს. მათი ასაკი 20 წელს აღწევს. ზამბეზის პროვინციის პოლიციის უფროსის ალფონსუ ალვეშის განცხადებით ხალხის რწმენით მელოტი მამაკაცის თავში ოქროა.

„მკვლელების მოტივები ცრურწმენით და კულტურით არის განპირობებული - ადგილობრივებს სჯერათ, რომ მელოტები მდიდრები არიან“, - განმარტავს დიაში.

რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი მიგელ კაეტანუ იტყობინება, რომ ერთ-ერთ მელოტ მამაკაცს თავი ჰქონდა მოჭრილი და გამოფატრული იყო.

კაეტანუს აზრით ორგანოები ტანზანიელი და მალაველი კლიენტებისათვის სიმდიდრის მოსაზიდ რიტუალებში იქნა გამოყენებული.

ამავე რეგიონში ასევე ალბინოსების მკვლელობებიც არის დაფიქსირებული. პოლიციის მონაცემებით მათ ორგანოებსაც ჯადოქრულ რიტუალებში იყენებდნენ.

გაეროს მონაცემებით 2014 წლიდან მოზამბიკში ალბინოსებზე 100-ზე მეტი თავდასხმა მოხდა.