მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი გაიხსნა (+ვიდეო)

მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი გაიხსნა (+ვიდეო)

მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდის ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობა დასრულდა. ხიდი ჰონგკონგს, ჩჟუჰაის და მაკაოს დააკავშირებს.

ხიდის მშენებლობას შვიდი წელი დასჭირდა. იგი საბოლოოდ 2017 წლის ბოლოს გაიხსნება.

მისი სიგრძე 55 კილომეტრს შეადგენს, აქედან შვიდი კილომეტრი მიწისქვეშა გვირაბია.

ხიდის მშენებლობაზე 420 ათასი ტონა ფოლადი დაიხარჯა. ლითონის ეს რაოდენობა 60 ეიფელის კოშკის ასაშენებლად იქნებოდა საკმარისი.

 „ხიდმა ყველა ტექნიკური რიკები გაიარა და  რამდენიმე თვეში საზოგადოებრივი მოხმარებისათვის მზად იქნება“, - აცხადებს სამშენებლო კომპანია.