მნიშვნელოვანი სიახლეები
მსუქანი ბავშვების რიცხვი  მთელ მსოფლიოში 10-ჯერ გაიზარდა

მსუქანი ბავშვების რიცხვი მთელ მსოფლიოში 10-ჯერ გაიზარდა

ბოლო 40 წლის მანძილზე მსუქანი ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა მთელ მსოფლიოში ათჯერ გაიზარდა. ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდა, მაშინ 2022 წლისათვის მსუქანი ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა  გამხდრებისას გადააჭარბებს. ლონდონის სამეფო კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ თითქმის 130 მილიონი ადამიანის წონისა და სიმაღლის ფარდობის ანალიზი ჩაატარა.

ბავშვთა და მოზარდთა სიმსუქნის მატებამ 1975 წლისათვის 1% შეადგინა, ხოლო 2016 წლისათვის გოგონებში 6%-მდე ხოლო ბიჭებში 8%-მდე გაიზარდა. 5-19 წლის ასაკის მსუქანი მოზარდების რიცხვი 1975 წლის 11 მილიონიდან 2016 წელს 124 მილიონამდე გაიზარდა. ამას გარდა 2016 წელს 213 მილიონ მოზარდს ზედმეტი წონა აღენიშნებოდა.

 კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბავშვთა სიმსუქნის ზრდის ტემპები მაღალი შემოსავლების ქვეყნებში შემცირდა, თუმცა პრობლემის გავრცელების დონე  საკმაოდ მაღალია. იმავდროულად დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ბავშვთა სიმსუქნის ზრდის ტემპები მაღალია, რაც მავნე საკვების რეკლამირებით არის გამოწვეული