მნიშვნელოვანი სიახლეები
Nerf - საბავშვო იარაღი საშიშია თვალებისათვის

Nerf - საბავშვო იარაღი საშიშია თვალებისათვის

ლონდონის თვალის კლინიკის ექიმების განცხადებით, ფირმა Hasbro-ს დამზადებულმა სათამაშო იარაღ  Nerf-იდან  გამოსროლილმა ტყვიებმა შესაძლოა თვალის ძლიერი ტრავმები გამოიწვიოს.

პაციენტებმა თვალში შიდა სისხლდენის გამო საავადმყოფოს უკვე სამჯერ მიაკითხეს, რომელიც ამგვარი სათამაშო იარაღიდან გასროლილმა ტყვიებმა გამოიწვიეს.

ექიმები ამგვარი სათამაშოთი თამაშისას სპეციალური დამცავი სათვალის გამოყენებას ურჩევენ და თვლიან, რომ ამგვარი სათამაშოს გამოყენების ასაკობრივი დონე უნდა გაიზარდოს.

თავის მხრივ კომპანიაHasbro აცხადებს, რომ მის მიერ დამზადებული თოფები  Nerf  უსაფრთხოების ტექნიკის ყველა წესის დაცვით არის დამზადებული და მკაცრ შემოწმებას გადის, თუმცა მაინც ურჩევს მომხმარებლებს ერთმანეთს სახეში და თვალებში ნუ დაუმიზნებენ.