მნიშვნელოვანი სიახლეები
ნორვეგია სასწავლო დაწესებულებებში ფარანჯის ტარებას კრძალავს

ნორვეგია სასწავლო დაწესებულებებში ფარანჯის ტარებას კრძალავს

ნორვეგიაში მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც სახის დამფარავი ქალის ტანსაცმლის ტარებას საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში კრძალავს. აკრძალვას იმით ასაბუთებენ, რომ მსგავსი ტანსაცმელი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობას ართულებს.

ისლამში მიღებული სხვა სახის ქალის ტანსაცმელი არ იკრძალება.

ეს სკანდინავიის ქვეყნებში მიღებული პირველი მსგავსი აკრძალვაა. ფარანჯებისა და ნიქაბის გარდა აკრძალვა ბალაკლავასა და ნიღბებსაც შეეხო.

 ნორვეგიის პარტიების უმრავლესობა მიესალმა ამ აკრძალვას. კანონპროექტს სავარაუდოთ მომავალ წელს მიღებენ.

„მსგავსი ტანსაცმელი ხელს უშლის კარგ კომუნიკაციას, რომელიც აუცილებელია რათა ბავშვებმა კარგი განათლება მიიღონ“, ნათქვამია ნორვეგიის განათლების მინისტრის ტორნბიორნ ისაკსენის განცხადებაში.