მნიშვნელოვანი სიახლეები
პროტესტი „მიწის უფლების“ წინააღმდეგ (+ვიდეო)

პროტესტი „მიწის უფლების“ წინააღმდეგ (+ვიდეო)

1000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა რომში გამართულ საპროტეტსო დემონსტრაციაში. ისინი იმ კანონპროექტის წინააღმდეგნი არიან, რომლის თანახმადაც იტალიაში დაბადებულ მიგრანტთა შვილებს იტალიის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. 

ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ეს კანონპროექტი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ მოიწონა, მაგრამ სენატსდღემდე არ დაუმტკიცებია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ხმელთაშუა ზღვის მეშვეობით ყოველდღიურად ასობით მიგრანტი ჩამოდის, ამგვარი კანონი მიუღებელია.