მნიშვნელოვანი სიახლეები
პუტინმა კრიპტოვალუტის მოპოვებაზე კანონის შექმნის დავალება გასცა

პუტინმა კრიპტოვალუტის მოპოვებაზე კანონის შექმნის დავალება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას და ცენტრობანკს ერთობლივი დავალება მისცა საკანონმდებლო დონეზე კრიპტოვალუტის მაინინგის (მოპოვების) მოთხოვნები შეიმუშაონ. ამის შესახებ კრემლის საიტი იტყობინება.

დავალებაში ასევე კანონით კრიპტოვალუტის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობაზე და ისეთი ცნებების განმარტების შესახებ არის საუბარი, როგორიცაა „ციფრული აკრედიტივი“, „ციფრული დაგირავება“, „ტოკენი“, და „სმარტ-კონტაქტი“.

 დავალება 2018 წლის 1 ივლისამდე უნდა შესრულდეს. 20 დეკემბრამდე კი ცენტრობანკის ბაზაზე სპეციალური რეგულატორული მოედანი უნდა შეიქმნას, სადაც ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების აპრობაცია მოხდება.

 დღეისათვის რუსეთში კრიპტოვალუტის სტატუსი კანონმდებლობით არ რეგულირდება.