მნიშვნელოვანი სიახლეები
ქარიშხალი „ოფელია“: მსხვერპლი, წყალდიდობა და სისხლიანი მზე (+ვიდეო)

ქარიშხალი „ოფელია“: მსხვერპლი, წყალდიდობა და სისხლიანი მზე (+ვიდეო)

ქარიშხალ „ოფელიას“ გამო დიდი ბრიტანეთსა და ირლანდიაში სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამას გარდა მოსახლეობა უჩვეულო სანახაობის მოწმე გახდა - ცაზე წითელი მთვარე და წითელი მზე გამოჩნდა.

ბრიტანეთის კუნძულებს ტროპიკული ქარიშხალი „ოფელია“ დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე ირლანდიის სამხრეთ სანაპიროზე 176 კმ/სთ-ს აღწევდა. ხელისუფლებამ ამინდი სიცოცხლისათვის სახიფათოდ გამოაცხადა.

 ირლანდიის რესპუბლიკაში ქარიშხლის გამო 360 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ჩრდილო ირლანდიაში იგივე ბედი 1300 სახლს ეწია, უელსში - ოთხი ათასს. სკოლებში სწავლის პროცესი შეწყვეტილია.

ედინბურგის, მანჩესტერის, ბელფასტის და დუბლინის აეროპორტებმა ნაწილობრივ ანდა მთლიანად გააუქმეს რეისები. კუნძულ მენთანაც არაა ავიაფრენები.

ყველაფერთან ერთად ქარიშხალმა „ოფელიამ“ უჩვეულო მოვლენის პროვოცირება გამოიწვია: წითელი მთვარე და წითელი  მზე.

ეს ატმოსფერული მოვლენა პირველად 16 ოქტომბერს ღამით ინგლისსა და უელსში შეამჩნიეს. დღისით მსგავსი ანომალია შეინიშნებოდა ლონდონში, სადაც ცა სქელი წითელი ნისლით დაიფარა. ამის გამო შუადღეს ქალაქში ისე ბნელოდა როგორც გვიან საღამოს.

 როგორც მეტეოროლოგი საიმონ კინგი ხსნის, ამის მიზეზი საქარის უდაბნოდან წამოღებული ქვიშა და ფერფლია, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულზე გაჩენილმა ხანძრებიდან ქარიშხალმა მოიტანა.