მნიშვნელოვანი სიახლეები
რა აერთიანებს აშშ-ში მასობრივ მკვლელებს?

რა აერთიანებს აშშ-ში მასობრივ მკვლელებს?

აშშ-ში თითქმის ყოველი მასობრივი მკვლელობების შემდეგ ყველა NRA - აშშ-ს მსროლელთა ეროვნული ასოციაციისკენ იშვერს თითს. განსაკუთრებით ეს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებზე ითქმის. მაგრამ დემოკრატებისათვის მწარე სიმართლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა მასობრივი მკვლელი დარეგისტრირებული დემოკრატები იყვნენ და არცერთი NRA-ს წევრი არ ყოფილა.

აშშ-ში როგორც ცნობილია, იმისათვის რათა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა,  მოქალაქე ჯერ ერთ-ერთ ბანაკში უნდა დარეგისტრირდეს - დემოკრატებში, რესპუბლიკელებში ანდა ჩაის სმის მოძრაობაში.

 მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

1884 წელი - ჯეიმს ჰიუბერტმა 22 ადამიანი ჩაცხრილა კალიფორნიის შტატის, ქალაქ სან-დიეგოს McDonalds-ში.

 1986 წელი - პატრიკ შერილმა 15 ადამიანი მოკლა ოკლაჰომას შტატის, ქალაქ ედმონდის საფოსტო განყოფილებაში.

1990 წელი - ჯეიმს პუმ 10 ადამიანი მოკლა ფლორიდას შტატის ქალაქ ჯეკსონვილის GMAC-ის ოფისში.

1991 წელი - ჯორჯ ჰენარდმა 23 ადამიანი ჩაცხრილა ტექსასის შტატის ქალაქ კილინის კაფე «Luby’s»-ში.

1995 წელი - ჯეიმს დენიელ სიმპსონმა ტექსასის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ხუთი თანამშრომელი მოკლა.

 2003 წელი - დუგლას უილიამსმაLockheed Martin-ის ქარხანაში 7 ადამიანი მოკლა.

2007 წელი - ჩო სინ ჰიმ ვირჯინიის შტატის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში 32 ადამიანი მოკლა.

2010 წელი - ჯარედ ლი ლოკნერმა წარმომადგენელთა პალატის  წევრს გაბრიელ გიფფორდს ესროლა და კიდევ ექვსი ადამიანი მოკლა.

2011 წელი ჯეიმსჰოლმსმა კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორას კინოთეატრში 12 ადამიანი მოკლა.

2012 წელი - ენდრიუ ენგელდინგერმა მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში 7 ადამიანი მოკლა.

2013 წელი - ადამ ლანზამ კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნის სკოლაში 26 ადამიანი მოკლა.

2017 წელი - სტენლი პადოკმა ლას-ვეგასში კონცერტის დროს 58 ადამიანი მოკლა და 500-მდე დაჭრა.

 ყოველ ამ შემთხვევაში მკვლელი არ ყოფილა არც რესპუბლიკელი, არც NRA-ს წევრი და არც ჩაის სმის მოძრაობის წევრი. ყველა ეს მკვლელი დარეგისტრირებული დემოკრატები არიან.

 ახლა ცოტა რამ ისტორიიდან:

აშშ-ს პრეზიდენტები აბრაამ ლინკოლნი, ჯეიმს გარფილდი და ჯონ ფ. კენედი მემარცხენე რადიკალმა  დემოკრატ-სოციალისტებმა მოკლეს. პრეზიდენტებზე,  ჯერალდ ფორდზე და რონალდ რეიგანზე თავდასხმაშიც რადიკალი დემოკრატების ხელი ერია.

 იქნებ უბრალოდ დემოკრატებს უნდა ავუკრძალოთ იარაღის ფლობა და ყველაფერი მოწესრიგდება?