მნიშვნელოვანი სიახლეები
საუდის არაბეთში ვიდეოს შეამოწმებენ, სადაც ქვედაბოლოიანი ქალი ჩანს

საუდის არაბეთში ვიდეოს შეამოწმებენ, სადაც ქვედაბოლოიანი ქალი ჩანს

საუდის არაბეთის ხელოსუფლებამ გამოძიება დაიწყო. მიზეზი: სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოა, სადა ძველ უშაიკირის სიმაგრეში მოკლე ქვედაბოლოიანი და ტოპიანი მოსეირნე ქალი ჩანს.

ეს ქალი საუდელი მოდელი ჰულუდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია: ზოგი საუდელ მოდელს ისლამური ნორმების დარღვევისათვის კიცხავს, ზოგიც მას იცავს და სიმამაცეს უქებს.

საუდის არაბეთში ქალების უფლებები  ძლიერ შეზღუდულია და შარიათის პატრიარქალურ ფორმებს ეყრდნობა.

ქალი აქ ვალდებულია თავსაფარი და აბაი -თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც მთელ სხეულს ფარავს - ატაროს.

მათ ასევე აკრძალული აქვთ ავტომობილის მართვა და არანათესავი მამაკაცების გარემოცვაში ყოფნა.

 ვიდეოზე ჰულუდი ძველ სოფელ უშაიკირის სიმაგრის ვიწრო ქუჩაში მიდის. ეს სოფელი ნაჯის პროვინციაში უძველესი ძეგლია და ერ-რიადიდან ჩრდილოეთით,  155  კილომეტრზე მდებარეობს.

 ნაჯი საუდის არაბეთში ერთ-ერთი ყველაზე უფრო კონსერვატორული რეგიონია. XVIII საუკუნის ბოლოს სწორედ აქ დაიბადა ვაჰაბიზმის, სუნიტური ისლამის ასკეტური მიმდინარეობის ლიდერი მუჰამმად იბნ ალ-ვახხა.