მნიშვნელოვანი სიახლეები
შეუძლია თუ არა აშშ-ს პრეზიდენტს თავად დონალდ ტრამპის შეწყალება?

შეუძლია თუ არა აშშ-ს პრეზიდენტს თავად დონალდ ტრამპის შეწყალება?

იმ დროს როცა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიება სრული სვლით მიმდინარეობს, მოულოდნელად სავსებით არაორდინალური წინადადება „გამოხტა“: შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს საკუთარი თავის, ანდა ოჯახის წევრების შეწყალება?

როგორც ამერიკის პრესა იუწყება ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენადაა მის ხელქვეით შეწყალების უფლება. როგორც ვარაუდოებენ მას სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიებაში ჩარევა სურს.

ტრამპმა შაბათს თავის „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა: „ყველა თანახმაა, რომ მე როგორც აშშ-ს პრეზიდენტს მაქვს შეწყალების უფლება. რა საჭიროა ამაზე ფიქრი როცა აქამდე ერთადერთ დანაშაულად ჩვენს წინააღმდეგ ინფორმაციის გადინება ითვლება“.

 ზოგი ექსპერტის განცხადებით „თვითშეწყალება“ - ეს იგივეა საოლქო მოსამართლე თავის წინააღმდეგ გამართულ პროცესზე თავმჯდომარეობდეს. ისინიც კი, რომლებსაც მიაჩნიათ რომ ტრამპი მართალია, მიიჩნევენ, რომ თვითშეწყალება ცუდი იდეაა.