მნიშვნელოვანი სიახლეები
“შიშველი რეკლამა“ ყაზახეთში (+ვიდეო)

“შიშველი რეკლამა“ ყაზახეთში (+ვიდეო)

ყაზახური ტურისტული სააგენტო Chocotravel-ის რეკლამამ  შიშველი სტიუარდესებით ინტერნეტში სკანდალი გამოიწვია.

ეს კლიპი ხუთ დღეში 815 000-მა Youtube-ს მომხმარებელმა ნახა.

პილოტურაში გამოწყობილმა გოგონებმა, რომლებიც ბორტგამცილებლებს განასახიერებდნენ, სარეკლამო ტექსტი წაიკითხეს. ამასობაში კამერა უკან იწევდა და მათი შიშველი სხეულის დიდ ნაწილს აჩენდა. ამ დროისათვის ისინი პილოტურას წინ აფარებას ასწრებდნენ.

 ერთი დღის შემდეგ რეკლამის „მამაკაცური“ ვერსიაც დაიდო. სადაც უკვე შიშველი „პილოტები“ ეპატიჟებოდნენ მგზავრებს. ეს ვერსია მხოლოდ 131 000-მა მომხმარებელმა ნახა.

 ბევრმა მომხმარებელმა რეკლამა უგემოვნოდ მიიჩნია. Youtube-ზეც  მნახველთა მესამედმაც კი ვიდეორგოლი არ მოიწონა.