მნიშვნელოვანი სიახლეები
შოტლანდიაში ბავშვების გალახვა კანონით აიკრძალება

შოტლანდიაში ბავშვების გალახვა კანონით აიკრძალება

შოტლანდიელი კანონმდებლები ბავშვების ფიზიკურ დასჯას კანონით აკრძალავენ. ამგვარად შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს პირველი ნაწილი გახდება, სადაც ბავშვების გატყეპვა კანონგარეშედ გამოცხადდება.

 მინისტრებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ მიესალმებიან მშობლებს, რომლებიც ბავშვებს ფიზიკურად სჯიან, მაგრამ მისი კანონით აკრძალვას არ განიხილავდნენ.

მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა - პარლამენტის წევრმა შოტლანდიის მწვანეთა პარტიიდან ჯონ ფინმა შეიტანა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოთ მიღებული იქნება. შოტლანდიის მთავრობის მინისტრებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან მის ცხოვრებაში გასატარებლად.

ფინის წინადადებით, ბავშვები ისეთსავე სამართლებრივ დაცვას მიიღებენ, როგორიც მოზრდილებს გააჩნიათ.

სადღეისოდ შოტლანდიელ მშობლებს სამართლებრივი კუთხით შეუძლიათ განაცხადონ, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა „გამართლებული“იყო. თუმცა ფიზიკური დასჯისათვის რაიმე საგნების გამოყენება, ანდა ბავშვისათვის თავში ჩარტყმა ახლაც აკრძალულია.

 ინგლისში, უელსსა და ჩრდილო ირლანდიაში მშობლებს „გონიერების ფარგლებში დასჯის“ გამოყენების უფლება აქვთ. მაგრამ  მათ შესაძლოა ბრალი წაეყენოთ, თუკი ბავშვს ფიზიკური ზემოქმედების რაიმე კვალი - ჩალურჯებული, გაკაწრული ანდა სხვა დაზიანებები აღენიშნებათ.

 გაერთიანებული სამეფო ევროპული ქვეყნების იმ ოთხეულში შედის, სადაც კანონმდებლობით ბავშვების ფიზიკური დასჯა არ იკრძალება.