მნიშვნელოვანი სიახლეები
სუშის მთავარი საფრთხე

სუშის მთავარი საფრთხე

თქვენ გიყვართ სუში? პორტუგალიელმა გასტროენტეროლოგებმა დაადგინეს, რომ ტრადიციული იაპონური კერძის მზარდი პოპულარობა დასავლეთის ქვეყნებში პარაზიტული ინფექციების ზრდას იწვევს.

პარატზიტებით დასნებოვნებული თევზის, ანდა ზღვის სხვა პროდუქტის საკვებად გამოყენება ანიზაკიდოზს იწვევს.

  Anisakidae ჭუპრები როგორც წესი ორაგულის, ქაშაყის, სკუმბრიის, კალმარის, წითელი თევზის და ზღვის სხვა წარმომადგენელთა ორგანიზმში ბინადრობს. მედიკოსთა განცხადებით მსგავსი ინფექციის არსებობის შესახებ რამდენიმე ათწლეულის წინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.

დაავადების პირველი ნიშანი 1960-იან წლებში ნიდერლანდებში მოხდა, როცა პაციენტმა სუსტად დამარილებული ქაშაყი მირთვა. მას შემდეგ ამგვარი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც გახშირდა.  ყველაზე ხშირად ინფექცია იაპონიაში ფიქსირდება, რომლის მოსახლეობაც ყველაზე ხშირად იკვებება ნედლი თევზით.

 კვლევის ავტორები კოლეგა-ექიმების ყურადღებას სიმპტომებზე ამახვილებენ, ხოლო პაციენტებს ზღვის პროდუქტების საკვებად გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.