მნიშვნელოვანი სიახლეები
ტრამპის შეცდომამ მსოფლიოს ახალი სიტყვა აჩუქა და „ტვიტერი“ დაიპყრო

ტრამპის შეცდომამ მსოფლიოს ახალი სიტყვა აჩუქა და „ტვიტერი“ დაიპყრო

„მიუხედავად პრესაში მუდმივი ნეგატიური covfefe-სი...“ - ასეთი დაუმთავრებელი ტვიტი გაჩნდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გვერდზე.

 უცნობმა სიტყვამ ინტერნეტ-მომხმარებლებში აღტაცების ქარიშხალი გამოიწვია. დღეს ტვიტს წაშლიან, ხოლო ტრამპი კი მის ხელმომწერებს სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობას სთავაზობს.

„ვის შეგიძლიათ covfefe-ს ნამდვილი მნიშვნელობის ამოცნობა? დატკბით!“ - წერს ტრამპი.

უცნობმა სიტყვამ ათობით ათასი მომხმარებლის ყურადღება მიიქცია. იმავე სახელის ჰეშტეგი სოციალური ქსელის ამერიკული სეგმენტის ჰიტ-აღლუმს ჩაუდგა სათავეში. ტრამპის ჩანაწერმა 150 ათასამდე „ლაიქი“ მოაგროვა. კიდევ 120 ათასამდე მკითხველმა იგი გადააზიარა.

სიტყვა covfefe ინტერნეტ-მემი უსწრაფესად გახდა. ქსელში ათასობით ხუმრობა გაჩნდა, სადაც ამ სიტყვას იმეორებენ.

 მომხმარებელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ტრამპს სიტყვა coverage-ს დაწერა სურდა (მოვლენის გაშუქება მედიაში).

ინგლისურენოვანი სლენგის ონლაინ-ლექსიკონ  Urban Dictionary-ში უკვე გაჩნდა ამ სიტყვის განმარტება.

 „covfefe (არსებითი სახელი) - როცა გინდა დაწერო „განხილვა“, მაგრამ შენი ხელები ძალიან პატარაა იმისათვის, რათა კლავიატურაზე ყველა საჭირო ასოს დააჭირო“, - ირონიულად წერს ლექსიკონში ჩანაწერის ავტორი.