მნიშვნელოვანი სიახლეები
ტრამპმა აშშ-ს არმიაში ტრანსგენდერებს სამსახური აუკრძალა

ტრამპმა აშშ-ს არმიაში ტრანსგენდერებს სამსახური აუკრძალა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სქეს შეცვლილ ადამიანებს ამერიკის არმიაში სამსახური აღარ შეეძლებათ. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა მათი სამედიცინო მომსახურეობის დიდი სიძვირით ახსნა.

„აშშ-ს ხელისუფლება არმიაში სამსახურისათვის ტრანსგენდერებს არანაირ თანამდებობაზე აღარ დანიშნავს. ჩვენი არმია გამარჯვებისათვის უნდა იყოს მოწადინებული და არ შეუძლია დიდ სამედიცინო ხარჯებსა და იმ გაუგებრობებზე კონცენტრირება, რაც ტრანსგენდერების სამხედრო სამსახურს თან ახლავს“, - წერს პრეზიდენტი.

ტრანსგენდერების აშშ-ს არმიაში სამსახურის შესახებ გადაწყვეტილება ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს მიიღეს. The Palm Center-ის მონაცემებით ამჟამად აშშ-ს არმიაში 13 ათასი ტრანსგენდერი მსახურობს.