მნიშვნელოვანი სიახლეები
ტრამპმა ეკლესიებს პოლიტიკოსების მხარდასაჭერად აგიტაციის უფლება მიანიჭა

ტრამპმა ეკლესიებს პოლიტიკოსების მხარდასაჭერად აგიტაციის უფლება მიანიჭა

ხუთშაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ეკლესიაში პოლიტიკური აგიტაციის აკრძალვა შეამსუბუქა.

ამგვარად რელიგიურ ჯგიფებს უფლება ენიჭებათ არჩევნებზე ამა თუ იმ კანდიდატს პირდაპირ დაუჭირონ მხარი. ადრე არსებული აკრძალვა, რომელიც პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის დროს მიიღეს, ამის უფლებას არ იძლეოდა.

 „ჩვენ მორწმუნეების დაჩაგვრას, დაშინებას და პირის აკვრას არასდროს აღარ დავუშვებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

 მაგრამ იმისათვის, რათა პრეზიდენტმა საბოლოოდ გააუქმოს აკრძალვა, მას კონგრესის თანხმობა სჭირდება.

 ბრძანებულება ასევე  რელიგიურ ჯგუფებს თავისი თანამშრომლების კონტრაცეპტივებით მომარაგების ვალდებულებისაგან ანთავისუფლებს. ეს ვალდებულება Obamacare-ს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით იყო გათვალისწინებული.

 მაგრამ ბრძანებულება არ ანთავისუფლებს მეწარმეებს რელიგიური მოტივით უარი უთხრან გეებს მომსახურეობაზე. ამისი ბევრ ორგანიზაციას ეშინოდა, რომლებიც ლგბტ-ს უფლებების დასაცავად იბრძვიან.