მნიშვნელოვანი სიახლეები
ტრანსგენდერი სამხედროები ტრამპს სასამართლოში უჩივიან

ტრანსგენდერი სამხედროები ტრამპს სასამართლოში უჩივიან

ხუთმა ტრანსგენდერმა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის აკრძალვის გამო სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის „ტვიტერში“ განაცხადა.

არმიის, ავიაციისა და სანაპირო დაცვის მოსამსახურეებმა, რომელთაც ანონიმად დარჩენა ისურვეს, გადაწყვიტეს ტრამპს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრს სასამართლოში უჩივლონ.

მათი განცხადებით, აკრძალვის მოხსნის შემდეგ  ათასობით სამხედრომ აღიარა რომ ტრანსგენდერია. მაგრამ ახლა მათი მომავალი საკითხავი ხდება.

 ტრამპის სიტყვებით ტრანსგენდერებს არმიაში „არეულობა შეაქვთ“

ამის მიუხედავად როგორ მოხდება აკრძალვის რეალიზაცია და  როგორ იმოქმედებს ეს მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე ჯერ უცნობია.