მნიშვნელოვანი სიახლეები
ტუნისში ისლამური ლოცვის გარემიქსებისათვის ღამის კლუბი დახურეს

ტუნისში ისლამური ლოცვის გარემიქსებისათვის ღამის კლუბი დახურეს

ტუნისის საკურორტო ქალაქ ნაბულში ერთ-ერთი ღამის კლუბი დახურეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მუსლიმთა ლოცვისაკენ მოწოდებაა გარემიქსებული.

როგორც ნაბულის გუბერნატორი მნაურ უერტანი იტყობინება, დაწესებულება შემდგომ გადაწყვეტილებამდე დაიხურება. მომხდარი ფაქტის გამო გამოძიებაა დაწყებული.

 გუბერნატორის თქმით კლუბის მფლობელი „მორალური ნორმების დარღვევისათვის და მორიდების საჯარო შეურაცხყოფისათვის“ არის დაკავებული.

„ჩვენ არ დავუშვებთ შეტევებს რელიგიურ გრძნობებსა და სიწმინდეებზე“, - განაცხადა უერტანიმ.

 ფესტივალ Orbit Festival-ის ვიდეოჩანაწერზე ორი ევროპელი დისკ-ჟოკეი უკრავს სეთს, რომელიც ტრადიციული მუსლიმური ლოცვისათვის მოწოდების საცეკვაო ვერსიას შეიცავს. ამ მოწოდებით მორწმუნეები დღეში ხუთჯერ სალოცავად იკრიბებიან.

ვიდეორგოლმა სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია და ფესტივალის ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ. ამასთან მათ აღნიშნეს, რომ მიზნათ რაიმე შეურაცხმყოფელი მუსიკის გაშვება არ ჰქონიათ.

„მე არასდროს არ მქონია სურვილი ვისამე ანდა რისამე შეურაცხყოფის“, - განაცხადა დიჯეი Dax J-მა რომელმაც სკანდალური ტრეკი გაუშვა.