მნიშვნელოვანი სიახლეები
თურქები შინნახად არაყზე გადადიან (+ვიდეო)

თურქები შინნახად არაყზე გადადიან (+ვიდეო)

ალკოჰოლის თურქი მოყვარულები საკუთარ ხელისუფლებაზე ამრეზილები არიან. მას შემდეგ რაც ერდოგანი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, რაკის - თურქული ტრადიციული ანისულის სპირტიანი სასმელის - ფასი  განუხრელად ზემოთ მიიწევს.

 13 წლის წინათ ბოთლი რაკის ყიდვა 5 დოლარად შეიძლებოდა. ახლა 24 დოლარზე იაფად ვერსად იშოვი.

ჩენგიზ დევის, 47 წლის ქიმიკოსს მსგავსი ხარჯების  საშუალება არა აქვს.

„მე გავბრაზდი მთავრობაზე და ვთქვი: 30 წლიანი სტაჟის მქონე ქიმიკოსმა დროა ადამიანების განათლებაზე იზრუნოს. 2014 წლის აგვისტოში მე ჩემი პირველი რაკი გამოვხადე, ხოლო ვიდეო-რეცეპტი YouTube-ზე დავდე - დაე სხვებმაც ისწავლონ“, - ჰყვება ჩენგიზ დევი.

ამ ინსტრუქტორის ენთუზიაზმს ყველა არ იზიარებს. შინაური რაკი რამდენჯერმე უფრო იაფია, მაგრამ შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.

 „მოხმარება არ კლებულობს. მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს ფასების ზრდა არ აშფოთებთ. მაგრამ დაბალშემოსავლიანებს პრობლემები უჩნდებათ. შედეგად სულ უფრო ბევრი ადამიანი რაკის სახლში ამზადებს. ეს ძალიან სახიფათოა“, - გვაფრთხილებს კანან ულკუ აბასოვი მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციიდან.

წარწერა „ალკოჰოლი შენი მეგობარი არაა“ და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ზუსტი აღწერილობა თურქეთში გაყიდულ ყველა სპირიანი სასმელის ბოთლს ამშვენებს.

 რაც შეეხება შინაური რაკის მავნებლობას, მათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები გვახსენებენ. მათი განცხადებით ექსპერიმენტების ჩატარება საჭირო არაა და ამიტომ ყველას რეცეპტის მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.