მნიშვნელოვანი სიახლეები
უკრაინის ახალი განათლების კანონი მეზობელ ქვეყნებში გააკრიტიკეს

უკრაინის ახალი განათლების კანონი მეზობელ ქვეყნებში გააკრიტიკეს

უმაღლესმა რადამ 5 სექტემბერს მიიღო ახალი კანონი განათლების შესახებ. 19 სექტემბერს მას ხელი  პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ მოაწერა და ახლა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაეცა ხელმოსაწერად.

იმავე დღეს უნგრეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია ამ ახალი უკრაინული კანონის დაგმობის შესახებ.  იგივე ნაირად მოიქცა რუმინეთი. მსგავს რეზოლუციას ამზადებს რუსეთის სახელმწიფო დუმაც. პრეტენზიის მიზეზი - კანონი ეროვნული უმცირესობების უკრაინიზაციას შეუწყობს ხელს და რეგიონული ენების შესახებ ევროპულ ქარტიას ეწინააღმდეგება. ამ ქარტიას 2007 წელს უკრაინამაც მოაწერა ხელი.

 ახალი კანონის მიხედვით 2018 წლიდან უკრაინაში მეხუთე კლასიდან სწავლა  მხოლოდ უკრაინულად იწარმოება, ხოლო 2020 წლიდან ეს წესი დაწყებით სკოლებზეც გავრცელდება. ევროკავშირის ენებზე მხოლოდ ზოგიერთი საგნების სწავლება იქნება შესაძლებელი.

 ყველაზე ცუდი მდგომარეობა რუსული ენისათვის არის, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში დე-ფაქტო უმრავლესობის ენაა, მაგრამ დე-იურე მხოლოდ ეროვნული უმცირესობის ენა გამოდის. ევროკავშირის ძირძველი მოსახლეობის და ენების პრივილეგირებულ კატეგორიაში იგი არ გადის

 ამიტომ პრეზიდენტ პოროშენკოს ძნელი არჩევანი ექნება გასაკეთებელი: ყური უგდოს კრიტიკას და ვეტო დაადოს კანონს თუ ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ძალები გაანაწყენოს.