მნიშვნელოვანი სიახლეები
უკრაინული პროგრამა ნებისმიერ ბანკომატს ტეხავს

უკრაინული პროგრამა ნებისმიერ ბანკომატს ტეხავს

„კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტების განცხადებით, მათ დარკნეთში ვირუსული პროგრამა Cutlet Maker-ი აღმოაჩინეს, რომლის მეშვეობით ყველაზე გამოუცდელ დამნაშავესაც კი ნებისმიერი ბანკომატის გატეხვა შეუძლია.

 ვირუს-პროგრამას Cutlet Maker-ი ეწოდება და იგი თავისუფალ გაყიდვაშია. ხუთი ათას დოლარად ნებისმიერ მსურველს მისი ყიდვა დარკნეტში პოპულარულ AlphaBay-ზე შეუძლია. ხუთი  ათას დოლარად მოგივათ პროგრამა და ვიდეოინსტრუქცია, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ბანკომატის გაძარცვის მეთოდიკა.  „კასპერსკის ლაბორატორიის“ მტკიცებით Cutlet Maker პირველად ქსელში უკრაინის ტერიტორიიდან აიტვირთა.

 ბანკომატის გასაძარცვავად მის საშტატო USB პორტზე უნდა მიუერთდეთ და პროგრამის სამი კომპონენტი ჩატვირთოთ. თქვენ ბანკომატის კასეტებში ბანკნოტების რაოდენობის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას, შემდეგ ხსნით თანხას და ფულთან ერთად მშვიდად გარბიხართ.

 პროგრამის შემქმნელის შესახებ ინფორმაციას ექსპერტები ჯერჯერობით არ ფლობენ. მხოლოდ ერთია ცნობილი, ჰაკერისათვის ინგლისური მშობლიური ენა არაა. ამაზე პროგრამის სახელი  მიუთითებს - „კოტლეტს“ ჟარგონზე ბანკნოტრბის შეკვრას უწოდებენ.