მნიშვნელოვანი სიახლეები
ვისთვისაა გრიპი სასიკვდილო

ვისთვისაა გრიპი სასიკვდილო

ავსტრალიელმა მეცნიერებმ აგამოიგონეს ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს, თუ რომელი ადამიანებში იწვევს გრიპი სასიკვდილო გართულებას, მაგალითად პნევმონიას.

ეს დაგვეხმარება ადამიანებს წინასწარ აღმოვუჩინოთ საჭირო დახმარება და ლეტალური ბოლო თავიდან ავიცილოთ.

ახალი ტესტი რაიმე დამატებით დანადგარებს არ მოითხოვს. მის ჩასატარებლად პაციენტის ერთი წვეთი სისხლი და ანალიზისათვის რამდენიმე საათია საჭირო. შედეგები 91%-ით ზუსტია.

ტესტი, რომლის სახელიცაა High-risk Influenza Screen Test (HIST), საგრძნობლად გააიოლებს ეპიდემიის დროს ცხოვრებას, როცა მეცნიერები ვირუსის ახალი შტამისათვის საჭირო ვაქცინის შექმნას ვერ ასწრებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გრიპის ყოველწლიური სეზონური ეპიდემიებისგან მსოფლიოში 250-500 ათასი ადამიანი იღუპება. 

ავსტრალიაში HIST უკვე დაპატენტებულია. აშშ-ში ევროპასა და ჩინეთში პატენტის განხილვა ახლა მიმდინარეობს.