მნიშვნელოვანი სიახლეები
ყალბი საიტის შექმნით მილიონად ღირებული იარაღის მიღებაა შესაძლებელი

ყალბი საიტის შექმნით მილიონად ღირებული იარაღის მიღებაა შესაძლებელი

სპეციალურმა კომისიამ ძალოვან სტრუქტურებს შორის იარაღის გადანაწილების სისტემაში არსებული ხარვეზი აღმოაჩინა. მისი მეშვეობით ჩამოწერილი შაშხანების, ყუმბარების და სპეცტექნიკის ყიდვა შეიძლება. ამისათვის კი მხოლოდ არარსებული პოლიციის განყოფილების ყალბი საიტის გაკეთება არის საჭირო.

ზედმეტი იარაღის გადანაწილებას ამერიკელი სამხედროები 1033 პროგრამის მეშვეობით აწარმოებენ. ამ პროგრამის თანახმად მთელი ზედმეტი იარაღი - M16 შაშხანებიდან დაწყებული ვეტმფრენებით დამთავრებული - სათანადო განაცხადის წარდგენისას შეიძლება საპოლიციო დეპარტამენტებს გადაეცეთ. როგორც კომისიამ აღმოაჩინა, განაცხადის განხილვა ამ საპოლიციო დეპარტამენტის საიტის მოძიებით შემოიფარგლება.

შეიძლება თუ არა საიტის არსებობა იარაღზე განაცხადის მოწონების ერთადერთი საფუძველი გახდეს? ამგვარი კითხვა გაუჩნდა აშშ-ს სენატის მთვლელი პალატის კომისიის წევრებსაც. შემოწმების მიზნით  მათ არარსებული საპოლიციო დეპარტამენტების რამდენიმე საიტი დაარეგისტრირეს, რომელთაც გამოგონილი მისამართები და ტელეფონის ნომრებიჰქონდათ.

ერთ-ერთი ამ არარსებული პოლიციის დეპარტამენტის განაცხადი 1,2 მილიონი დოლარის იარაღსა და ტექნიკაზე დაკმაყოფილდა. ამგვარი შედეგით გაკვირვებულმა კომისიის წევრებმა შესაბამისი მოხსენება გაამზადეს, სადაც ისიც აღნიშნეს, თუ რა ადვილია სასწავლო იარაღის საბრძოლოდ გადაკეთება. რაც მთავარია, საიტზე აღნიშნულ მისამართზე არავინ მისულა და არც საიტზე აღნიშნულ ტელეფონებზე დაურეკიათ. საერთოდ არანაირი შემოწმება არ ჩატარებულა - სხვანაირად აუდიტორების მიერ წამოწყებული თაღლითობა მაშინათვე გამჟღავნდებოდა.

სულ პროგრამა 1033-ის ამოქმედებიდან აშშ-ს სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების 8600-მა ქვედანაყოფმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და ტექნიკა მიიღო.