მნიშვნელოვანი სიახლეები
YouTube ცეცხლსასროლი იარაღის მოდიფიკაციასთან დაკავშირებულ ვიდეოებს დაბლოკავს

YouTube ცეცხლსასროლი იარაღის მოდიფიკაციასთან დაკავშირებულ ვიდეოებს დაბლოკავს

სულ მალე YouTube იმ ვიდეორგოლებს წაშლის, რომლებშიც მომხმარებლებს ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვანაირად მოდიფიცირებას აცნობენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დიდი ხანია მწიფდებოდა და კომპანიის "მავნე და სახიფათო კონტენტთან" ბრძოლის კამპანიის გაგრძელებაა.

 "ჩვენ დიდი ხანია მავნე და სახიფათო კონტენტთან ბრძოლის პოლიტიკას ვემხრობით, - განაცხადა  YouTube-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა: - ლას-ვეგასის ამასწინდელი საშინელი ტრაგედიის შემდეგ, ჩვენ უფრო დაწვრილებით შევისწავლეთ ყველა ვიდეო, რომლებშიც ცეცხსასროლი იარაღის საცეცხლე ძალის გაზრდის მიზნით, მათი  მოდიფიცირებაა ასახული და ჩვენ ამგვარი ვიდეორგოლების აკრძალვის გადაწყვეტილება მივიღეთ".

 აკრძალვაში ასევე ის ვიდეო არხები მოჰყვა, რომელიც ნახევრადავტომატური იარაღის "ავტომატურად" გარდასაქმნელი დამატებითი კომპონენტების რეკლამას და შემდგომ გაყიდვას აწარმოებენ.

კომპანიამ საბოლოო გადაწყვეტილება 9 ოქტომბერს გააჟღერა, მაგრამ ამის მიუხედავად საძიებოები მომხმარებელს მსგავსი ვიდეორგოლების ბმულებს ჯერ კიდევ აწვდიან.