მნიშვნელოვანი სიახლეები
ყველაზე საშიში ვირუსი დასახელდა და ეს შიდსი არაა

ყველაზე საშიში ვირუსი დასახელდა და ეს შიდსი არაა

 ადამიანთა მთავრი მკვლელი ვირუსი ეს არც შიდსია, არც ცოფი და არც მალარია, ეს ჰეპატიტის შტამებია, რომლებიც ყოველწლიურად 1,3 მილიონ ადამიანს უსპობენ სიცოცხლეს.

ყოველწლიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ჯანდაცვის სამსახურები ადგენენ მოხესენებას, რომელშიც იმ დაავადებებზეა საუბარი, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს კაცობრიობას.

წელს ავტორებმა ყურადღება იმ დაავადებებზე გაამახვილეს, რომლებიც ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციებით არის გამოწვეული. საერთო სურათის შესაქმნელად 147 ქვეყნის 40 წლის სამედიცინო არქივები შეისწავლეს.

 ინფექციების წილად საშუალოდ სიკვდილიანობის 19,4% მოდის. მეცნიერები ამ ფაქტს განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის მკვეთრ მატებას და ჯანდაცვის სტანდარტების გაუარესებას უკავშირებენ.

 ანგარიშის ავტორების გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პირველ ადგილზე ვირუსული ჰეპატიტი აღმოჩნდა - ბოლო წლებში მან 1,34 მილიონი  ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. სიკვდილის მიზეზი დაავადებასთან ერთად მის მიერ გამოწვეული ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო და სხვა გართულებებია. მეორე ადგილზე ტუბერკულოზია, 1,2 მილიონი სიკვდილით და მესამეზე შიდსი, რომელმაც დაახლოებით მილიონი ადამიანი შეიწირა, მეოთხე ადგილზე მალარიაა - 719 ათასი მსხვერპლით.

 ჰეპატიტი იმითაა კიდევ საშიში, რომ უკანასკნელ წლებში სიკვდილიანობის რიცხვი კი არ შემცირდა, როგორც ეს შიდსისა და ტუბერკულოზის შემთხვევაში, არამედ 22%-ით გაიზარდა.