მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელ ფეხბურთელს კუნძულის მოგება შეეძლო, მაგრამ სხვა ბუცები ეცვა

ამერიკელ ფეხბურთელს კუნძულის მოგება შეეძლო, მაგრამ სხვა ბუცები ეცვა

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ იმის გამო, რომ ფირმის სხვა ბუცები ეცვა, კუნძულის მოგება ვერ შეძლო.

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Adidas-მა განაცხადა, რომ იმ ფეხბურთელს, რომელიც 40 იარდზე (37 მეტრი) გარბენს მოიგებდა და ახალ რეკორდს დაამყარებდა, მილიონ დოლარად ღირებულ კუნძულს აჩუქებდა, ანდა პრიზს ფულად მისცემდა.

 რეკორდის განახლება ჯონ როსმა შეძლო, რომელიც კოლეჯის საფეხბურთო გუნდის ყოფილი წევრი იყო. მან რეკორდი NFL Combine-ზე დაამყარა - ამ ღონისძიებაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს მწვრთნელებს აჩვენებენ.

ჯონ როსმა 40 იარდი 4,22 წამში გაირბინა და ამით 2008 წელს დამყარებული რეკორდი - 4,24 წამი - გააუმჯობესა.

მაგრამ კონკურსის პირობებით პრიზის მისაღებად მოთამაშეს Adidas-ის ბუცები უნდა სცმოდა, როსს კი „ნაიკისა“ ეცვა. როგორც ჩანს სპორტსმენმა კონკურსის პირობები ბოლომდე არ წაიკითხა.

„მე ცუდათ ვცურავ, - განაცხადა როსმა. - და მე ნავიც კი არა მაქვს, ასე რომ Nike-ს ბუცებით გარბენა გადავწყვიტე.

როსს დაკარგული კუნძულის გამო დაღონება არ ეწერა. რეკორდის დამყარების შემდეგ მასთან კომპანია Nike-თან, რომელსაც მისდაუნებურად რეკლამა გაუწია, კონტრაქტი გააფორმა.