მნიშვნელოვანი სიახლეები
ანტიდოპინგური ორგანიზაციები რუსეთის შეჯიბრებებიდან მოხსნას ითხოვენ

ანტიდოპინგური ორგანიზაციები რუსეთის შეჯიბრებებიდან მოხსნას ითხოვენ

19 ქვეყნის ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციების (NADO) ლიდერები რუსეთის ყველა საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოწყვეტას და ქვეყნისათვის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ.

წინადადება ავსტრიის, ბელგიის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, კანადის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვენიის, შეერთებული შტატების, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, შვეიცარიის, შვედეთის, ესტონეთის, სამხრეთ აფრიკის და იაპონიის ანტიდოპინგური სააგენტოების ლიდერებმა დუბლინის სამიტზე წარმოადგინეს და მოიწონეს.

NADO-ს ლიდერების თქმით, რუსული სპორტული ორგანიზაციების მიმართ აკრძალვა უნდა მოქმედებდეს მანამ, სანამ ანტიდოპინგური კონტროლის საიმედო სისტემა არ შეიქმნება. სავარაუდოთ რეფორმების ჩატარებამდე რუსი „სუფთა“ სპორტსმენები შეჯიბრებებში დამოუკიდებლად გამოვლენ.

ანტიდოპინგური ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათი წინადადება „სპორტს ამ ძნელბედობის გადატანაში დაეხმარება“.