მნიშვნელოვანი სიახლეები
არგენტინელი ფეხბურთელი მატჩის დროს მეტოქეებს ნემსით ჩხვლეტდა

არგენტინელი ფეხბურთელი მატჩის დროს მეტოქეებს ნემსით ჩხვლეტდა

არგენტინული კლუბის „პასიფიკოს“ ფეხბურთელი ფედერიკო ალიენდე აღიარებს, რომ არგენტინის თასის გათამაშების ერთ-ერთი მატჩის დროს მოწინააღმდეგეების საზიანოდ ნემსს იყენებდა.

ენტერვიუში მან სიცილით განაცხადა, რომ არგენტინის თასის გათამაშებისას მან კლუბ „ესტუდიანტესის“ ფეხბურთელებს ნემსით რამდენჯერმე უჩხვლიტა.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ხუან ოტერომ, რომელიც „ესტუდიანტესის“ თავდამსხმელია, მატჩის დროს მსაჯს რამდენჯერმე შესჩივლა, რომ „პასიფიკოს“ ფეხბურთელი მას ნემსით ჩხვლეტდა, მაგრამ მსჯამა მისი საჩივარი უყურადღებოდ დატოვა.

 ალიენდემ აღიარა, რომ მისი ძირითადი სამიზნე სწორედ ოტერო იყო. ალიენდეს აღიარებამ არგენტინულ ფეხბურთში სკანდალი გამოიწვია.

„პასიფიკოს“ პრეზიდენტის განცხადებით იგი ალიენდეს გუნდიდან გაგდების მომხრეა.

„პასიფიკო“ - მეოთხე დივიზიონის კლუბია, ხოლო „ესტუდიანტესი“ არგენტინის რამდენიმეგზის ჩემპიონია. სკანდალური მატჩი „პასიფიკომ“ მოიგო.