მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-გერმანიის საჩოგბურთო მატჩზე ნაციზმის დროინდელი ჰიმნი იმღერეს (+ვიდეო)

აშშ-გერმანიის საჩოგბურთო მატჩზე ნაციზმის დროინდელი ჰიმნი იმღერეს (+ვიდეო)

შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციამ ბოდიში მოიხადა: ჰავაიზე გამართულ ფედერაციის თასზე აშშ-სა და გერმანიის გუნდებს შორის მატჩის წინ გერმანიის ძველი ჰიმნი დაუკრეს, რომელიც იწყებოდა სიტყვებით „გერმანია უპირველეს ყოვლისა“.

ჰიმნი გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩსა და ამერიკელ ალისია რისკეს შეხვედრის წინ გაისმა.

„ეს ეპიზოდი აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია, - განაცხადა პეტკოვიჩმა. - ეს ყველაზე ცუდია რაც კი შემმთხვევია, განსაკუთრებით ფედერაციის თასზე“.

 „სიმღერა გერმანიაზე“ ვეიმარის რესპუბლიკის ოფიციალური ჰიმნი 1920 წელს გახდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი პირველი კუპლეტი სიტყვებით „გერმანი აუპირველეს ყოვლისა“ ამოაკლეს და ახლა გერმანიის ჰიმნი მესამე კუპლეტიდან იწყება სიტყვებით“ერთიანობა, სამართალი და თავისუფლება“.

შეხვედრა ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა  7:6, 6:2.